ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი შესაძლოა დააკავონ.
ხუან გუაიდოს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნეს. გადაწყვეტილება ვენესუელის პრეზიდენტ
ნიკოლას მადუროს მომხრეებისგან დაკომპლექტელებულმა საკონსტიტუციო ასამბლეამ ერთხმად მიიღო, თავად გუაიდო პოზიციების დათმობას და გაჩერებას არ აპირებს და ამბობს, რომ მადუროს დღეები დათვლილია. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა არაერთხელ თქვა, რომ გუაიდოს დაპატიმრება წითელი ხაზია, რომელიც მადუროს მთავრობამ არ უნდა გადაკვეთოს.
ლევან ახალაია არკვევდა, გაითვალისწინებს თუ არა ვენესუელის პრეზიდენტი ტრამპის გაფრთხილებას.