დავით ზალკალიანი როს უილსონს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები გაამახვილეს. აქცენტი გაკეთდა აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე. საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების თემებს, მათ შორის, შავი ზღვის კონტექსტში.

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ვენესუელას დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს აღიარებისთვის.

დატოვე კომენტარი