ხუან გუაიდო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

12:05, 09.02.2019

ვენესუელას დროებითი პრეზიდენტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ ხუან გუაიდოს წარმომადგენელმა დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

კარლოს ალფრედო ვეკიომ დადებითად შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული მოლაპარაკებები და მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ვენესუელას დროებითი მთავრობის პრეზიდენტის მხარდაჭერისთვის.

 

მსგავსი