ონლაინ ვაჭრობა და მომხმარებლის უფლებები

მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ასეულობით ფაქტი გასული წლის ნოემბრიდან დღემდე.

კონკურენციის სააგენტო ბოლო შვიდი თვის სტატისტიკას აქვეყნებს. მას შემდეგ, რაც სააგენტოში სპეციალური დეპარტამენტი ამოქმედდა, უწყებამ ონლაინ თუ ფიზიკური ვაჭრობის შედეგად დაზარალებული 300-მდე მოქალაქის საჩივარი მიიღო. ძირითადი პრეტენზიები და დარღვევები ონლაინ-ვაჭრობას უკავშირდება. საუბარია ცალკეული კომპანიების მხრიდან ტრანსპორტრების ახალი წესის ამოქმედების შემდეგ გამოვლენილ ხარვეზებზე, ასევე შეუსაბამო ნივთების მიღებაზე. დარღვევების დადასტურების შემთხვევაში კანონი კომპანიების მიმართ ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს. თუმცა, ბოლო თვეებში დაწერილი თითქის ყველა საჩივრის განხილვა მორიგებით დასრულდა.