"ონლაინ სივრცეში არასრულწლოვანთა დაცვის არსებული მექანიზმები" - დისკუსია სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში
“ონლაინ სივრცეში არასრულწლოვანთა დაცვის არსებული მექანიზმები” – ამ თემაზე დღეს სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში იმსჯელეს. შეხვედრას საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, ჟურნალისტური ქარტიის წევრები, ფსიქოლოგები, ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ.
მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ონლაინ სივრცეში გაშუქებული ამბების გადმოცემა გამძაფრებულად არ უნდა ხდებოდეს. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში მთელი რიგი ცვლილებების განხორციელებას გეგმავს, რაც მომხმარებლებისთვის ბევრად უფრო მეტ უფლებას განსაზღვრავს და კომპანიებს ახალ ვალდებულებებს აკისრებს.
შეხვედრის მონაწილეებმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიაც გაიხსენეს. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, გარკვეული მედიასაშუალებების მიერ, მომხდარის გაშუქება არასწორად მოხდა.