დმანისში განვითარებული მოვლენები

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის განცხადებით, დმანისში კონფლიქტის უფრო დიდ მასშტაბებში გადაზრდის მცდელობა რაღაც ძალის მიერ, გარედან იყო ინსპირირებული. ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ დმანისში კონფლიქტის დარეგულირებაში, შერიგებაში, სხვადასხვა მხარე – სახელმწიფო, მუფტი, ადგილობრივი სასულიერო პირები და საპატრიარქოც მონაწილეობდნენ. მისი თქმით, კონფლიქტის დარეგულირება სასიხარულო ამბავია და ამ ნაბიჯს გამყარება სჭირდება.