საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის განცხადებით, დმანისში კონფლიქტის უფრო დიდ მასშტაბებში გადაზრდის მცდელობა რაღაც ძალის მიერ, გარედან იყო ინსპირირებული. ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ დმანისში კონფლიქტის დარეგულირებაში, შერიგებაში, სხვადასხვა მხარე – სახელმწიფო, მუფტი, ადგილობრივი სასულიერო პირები და საპატრიარქოც მონაწილეობდნენ. მისი თქმით, კონფლიქტის დარეგულირება სასიხარულო ამბავია და ამ ნაბიჯს გამყარება სჭირდება.