სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ - პოლიტიკური გამოხმაურება

საქართველოს პატრიარქზე სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გაკეთებული განცხადება განხილვის თემაა. ანდრია ჯაღმაიძის შეფასებით, ეთიკას მოკლებულია პრეზიდენტის საუბარი პატრიარქის სისუსტესა და ცვლილებაზე და აღნიშნული ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა. მისივე თქმით, ეკლესიასთან მიმართებით სალომე ზურაბიშვილის კომენტარი ბევრ კითხვას აჩენს.

საპატრიარქოს წარმომადგენლისთვის გაუგებარია, რას გულისხმობდა პრეზიდენტი „ეკლესიის ძველ მეთოდებში“. ჯაღმაიძის თქმით, ქართულ ეკლესიაში პროქართულ, პროევროპულ თუ პრორუსულ არჩევანზე საუბარი ჩრდილს აყენებს, აკნინებს არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად კომენტარის ავტორს“, – წერს ის.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ლონდონში მიმდინარე ღონისძიებაზე საქართველოს ეკლესიის როლის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა: „ეკლესიასთან დაკავშირებით კომპლექსური ვითარებაა, ერთ-ერთი მიზეზია პატრიარქის სისუსტე, ვიმედოვნებ, ეკლესია შეძლებს, აირჩიოს პროქართველი, პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქი“.