კომპანია „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლები აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.
კომპანიის ხელმძღვანელების თქმით, საუბარი იმის შესახებ, რომ „ომეგა ჯგუფი“ გადასახადებს არ იხდის, გავრცელებული ჩანაწერების გადაფარვის მცდელობაა. „ომეგა ჯგუფის“ ამ განცხადების გარდა, განვითარებულ მოვლენების შესახებ, ზაზა ოქუაშვილი საკუთარ პოზიციას და ინფორმაციას არასამთავრობო სექტორს აწვდის. ვიდეო კონფერენცია „ომეგას“ ოფისში დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
ცნობილი ხდება, თუ რა ინფორმაცია მიაწოდა პროკურატურას სპორტის ყოფილმა მინისტრმა გუშინდელ გამოკითხვაზე. ლევან ყიფიანის ჩვენება საგამოძიებო უწყებამ გაავრცელა.
გიორგი კობერიძე განაგრძობს თემაზე საუბარს.