პარლამენტი ომბუდსმენობის კანდიდატებთან გასაუბრებას განაგრძობს. დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სახალხო დამცველობის კიდევ ერთ მსურველს, მაკა მინდიაშვილს მოუსმინა. ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში, მინდიაშვილი პირობას დებს, რომ მთავრობასთან ხალხის ელჩი იქნება, ყველა მოქალაქის უფლებებს დაიცავს და მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ივლის. ამასთან, კანდიდატის აზრით, კანონის უზენაესობის შემთხვევაში, სახალხო დამცველის ინსტიტუტი საჭირო აღარ იქნება. მაკა მინდიაშვილმა დღეს მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და დეპუტატების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი პოლიტპატიმარია და მან ქვეყნისთვის ბევრი რამ გააკეთა. კანონმდებლებმა კითხვები ასევე დასვეს გახმაურებულ საქმეებზე, მათ შორის 7 ნოემბრისა და 5 ივლისის ცნობილ მოვლენებზე.
ომბუდსმენობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება