კონსულტაციები ომბუდსმენობის კანდიდატებთან დაკავშირებით

სახალხო დამცველის არჩევის პროცესს უნდობლობას უცხადებს „სტრატეგია აღმაშენებელი“, თუმცა პარტიაში აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოდგენილ სამ კანდიდატს მხარს დაუჭერენ. ოპოზიციურ პარტიებში მოსაზრებები განსხვავებულია. „გირჩში“ აცხადებენ, რომ კონსენსუსის მისაღწევად იაგო ხვიჩიას კანდიდატი საუკეთესო ვარიანტია. მმართველ გუნდის თქმით, სახალხო დამცველის არჩევის პროცესზე კონსულტაციები გრძელდება და იმედოვნებენ, რომ პოზიციები შეჯერდება.