ომბუდსმენობის კანდიდატები

სახალხო დამცველობის კანდიდატებზე მსჯელობა პარლამენტში მომავალ კვირას ისევ განახლდება. ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა უკვე ამოეწურა. პარლამენტს კი ახალი ომბუდსმენის არჩევის საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ არ დაუსრულებია. მსჯელობა რვა კანდიდატის ირგვლივ მიმდინარეობს. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საერთო კანდიდატზე ჩამოყალიბება ოპოზიციის კონსტრუქციულობის შემთხვევაშია შესაძლებელი. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ახალი ომბუდსმენი პარლამენტმა მაღალი კვორუმით, 90 ხმით უნდა დაამტკიცოს.