კონსულტაციები პარლამენტში

სახალხო დამცველის თანამდებობაზე დასახელებულ კანდიდატებთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციას „ქართული ოცნება“ ოპონენტებს დღეს გააცნობს. მმართველი გუნდი ოპოზიციას შეხვდება.

პარლამენტში ამ საკითხის კენჭისყრა მიმდინარე კვირაში იგეგმება. ახალი სახალხო დამცველის არჩევას მაღალი კვორუმი – 90 ხმა სჭირდება.