პარლამენტში კონსულტაციები იმართება

ახალ ომბუდსმენთან დაკავშირებით, კონსულტაციები იმართება პარლამენტში. სახალხო დამცველის თანამდებობაზე დასახელებულ კანდიდატებთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციას „ქართული ოცნება“ ოპონენტებს გააცნობს. შეხვედრა მხარეებს შორის ამ წუთებში იწყება. საკითხის კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე კვირაში იგეგმება. ახალი სახალხო დამცველის არჩევას მაღალი კვორუმი – 90 ხმა სჭირდება.