ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება

პარლამენტში სახალხო დამცველის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. დეპუტატების წინაშე ამ წუთებში სიტყვით გამოდის მარიკა არევაძე.

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ანა აბაშიძის მოსმენა, რომელიც პარლამენტს ოპოზიციურმა პარტიებმა წარუდგინეს. მან ყურადღება საკუთარ ხედვაზე გაამახვილა. კანონმდებლებმა ხუთ დღეში ომბუდსმენობის 19-ვე მსურველს უნდა მოუსმინონ.