ოკუპირებული ახალგორის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა, 80 წლის კარლო თაზიაშვილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანა.
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა განაცხადა, რომ თაზიაშვილი გულის უკმარისობის დიაგნოზით, ოკუპირებული ახალგორის საავადმყოფოში შეიყვანეს, თუმცა, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, პაციენტი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს.
პაციენტი მკურნალობას მცხეთის საავადმყოფოში აგრძელებს.