ღვიძლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა

საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამით პირველმა ბენეფიციარმა ისარგებლა. ოპერაციისთვის 70 ათასი ლარი გამოიყო. პაციენტი დავით ჩხაიძე ჯანდაცვის მინისტრმა პირადად მოინახულა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო. ის გეგმურ რეაბილიტაციას ბინაზე აგრძელებს და საჭირო კვლევებსა თუ მედიკამენტებს უფასოდ იღებს. პროგრამა, ასევე ფარავს ოპერაციის მოსამზადებელ პერიოდს, შემდგომი რეაბილიტაციისა და მედიკამენტების ხარჯებს.