სეზონური ვირუსების შემთხვევები იზრდება

ქვეყანაში გრიპის შემთხვევები უკვე ფიქსირდება. მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბრის დასაწყისისთვის ამ ვირუსის გავრცელება დამახასიათებელი არაა, საავადმყოფოებმა გრიპით ინფიცირებული რამდენიმე პაციენტი უკვე მიიღეს. შემთხვევების, მათ შორის სხვა სეზონური ინფექციების მატებას ექიმები ნოემბრიდან ელოდებიან. ამიტომ ისინი მოუწოდებენ რისკ-ჯგუფებში შემავალ ადამიანებს, აქტიურად მიმართონ ვაქცინაციას, რომელიც ქვეყანაში, ყველაზე გვიან, ოქტომბრის ბოლოდან უნდა დაიწყოს. სპეციალისტები ასევე აღნიშნავენ რინოვირუსის მკვეთრ მატებას, თუმცა დაავადების მიმდინარეობა რთული არ არის. ნოემბრიდან ექიმები კორონავირუსის შემთხვევების მატებასაც პროგნოზირებენ.