რამდენიმე საათში ახალგორის ე. წ. გადასასვლელი ისევ ჩაიკეტება.
ოკუპირებულ რაიონში მცხოვრებლებს ცენტრალური ხელისუფლების კონტრლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები ნათესავების სანახავად, პენსიების ასაღებად ან სამედიცინო დახმარების მისაღებად ერთი დღე რჩებათ. ხუთთვიანი იზოლაციის და საერთაშორისო ორგანიზაციების მწვავე რეაქციების შემდეგ საოკუპაციო რეჟიმმა ე. წ. გამშვები პუნქტი იანვრის ბოლოს მხოლოდ 10 დღით გახსნა. თვეების განმავლობაში ე. წ. გადასასვლელის გადმოკვეთის უფლებას არც იმ მოქალაქეებს აძლევდნენ, რომლებსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებოდათ. მათ შორისაა ჭაში ჩავარდნილი 67 წლის თამარ გიგაური, რომელიც ხუთთვიანი ტყვეობის შემდეგ თბილისში სამკურნალოდ ჩამოვიდა.