რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის მცხოვრები გელა როსტობაია თავისუფალია.
გელა როსტობაიამ ენგურის ხიდი უკვე გადმოკვეთა. ადგილზე მას ოჯახის წევრები, ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები დახვდნენ.
როგორც როსტობაია აცხადებს, რუსმა სამხედროებმა ის მდინარე ენგურზე თევზაობის დროს გაიტაცეს, გადაიყვანეს ჯერ რუსულ სამხედრო ბაზაზე, შემდეგ კი გალის პოლიციაში.