ამერიკელი სენატორები საოკუპაციო ხაზთან

ამერიკელი სენატორები დღეს დილით საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჯინ შაჰინსა და რობ პორტმანს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ამრეკ შჩიგელი შეხვდა, რომელთან ერთადაც ისინი სოფელ ზემო ნიქოზისკენ გაემართნენ. დღესვე სენატორები შეხვდებიან ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

მოამბე