ევროკავშირი სომხეთში სამოქალაქო მისიას აგზავნის

ჩეხეთში ითქვა, რომ ევროკავშირი სომხეთში სამოქალაქო მისიას გაგზავნის. ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის პრეზიდენტის, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, აზერბაიჯანის ლიდერისa და სომხეთის პრემიერ მინისტრის ერთობლივი შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირის მისიის მიზანი, აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესში სომხეთის დახმარება იქნება. მისია ოქტომბერში დაიწყებს მუშაობას და სომხეთში ორი თვე დარჩება. ევროკავშირში აცხადებენ, რომ მათი მისიის კიდევ ერთი მიზანი, ორ ქვეყანას შორის ნდობის გამყარებაა. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი აღიარებენ, რომ გაერო-ს წესდების და „ალმა-ათის 1991 წლის დეკლარაციის ერთგულები არიან “, რომელშიც ორივე მხარე ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს აღიარებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, გარკვეულ პირობებში, სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი, შესაძლოა, 2022 წლის ბოლომდე მოეწეროს.