ევროკავშირის მისიის განცხადება

კირბალში რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს მალევე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა. „უმკაცრესად ვგმობთ ძალის გამოყენებას ნებისმიერი ფორმით და გამოვთქვამთ ჩვენს უკიდურეს შეშფოთებას ინციდენტის გამო“, – ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყველა ჩართულ მხარეს თავშეკავებისკენ და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად საჭირო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.