ჯოზეფ ბორელის ვიზიტი - შეფასებები

დატვირთული იყო ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. ორი დღის განმავლობაში, ჯოზეფ ბორელი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე ქვეყნის პრემიერს, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებებიც გაკეთდა. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს უმასპინძლა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. მოლაპარაკებები გაიმართა უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ასევე, მესამე სექტორთან. ჯოზეფ ბორელის ვიზიტი და გზავნილები ამ დრომდე პოლიტიკური კომენტარების თემაა.