ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ორი მოქალაქე გათავისუფლებულია

ელდარ გუნდიშვილი და თემურ კაზიევი თავისუფლები არიან. საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორიდან ჯარიმის გადახდის გარეშე გამოუშვეს.

ამ წუთებში გუნდიშვილი და კაზიევი შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის დეპარტამენტში იკითხებიან.