დაკავება საოკუპაციო ხაზთან

საოკუპაციო რეჟიმის მორიგი პროვოკაციული მოქმედება. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. მომხდარზე გააქტიურდა ცხელი ხაზი, ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებული ერთი პირი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას უახლოეს პერიოდში გადმოეცემა, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონო პატიმრობაში დარჩენილი პირების გათავისუფლების მიზნით.

დატოვე კომენტარი