ოჯახში ძალადობის შემაშფოთებელი სტატისტიკა.
მარტო წლის დასაწყისიდან დღემდე დანაშაულის 900-მდე შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორისაა მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, თვითმკვლელობამდე მიყვანის, მუქარის, იძულების და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტები.
ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო პერიოდში ძალადობის მსხვერპლთა მიმართვიანობის მაჩვენებელიც იზრდება.
გიორგი კობერიძემ დღეს იმ ადამიანთა ისტორიები მოისმინა, რომლებმაც მრავალწლიანი ძალადობის და ჩაგვრის შემდეგ დუმილი დაარღვიეს.