ინციდენტი საზოგადოებრივ მაუწყებელში – უცხო პირი საქართველოს პირველი არხის შენობაში შესვლას და პირდაპირ ეთერს გაურკვეველი მიზეზით ითხოვდა, რისი საშუალებაც მას დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა არ მისცეს. ამის შემდეგ მამაკაცი ტელევიზიის თანამშრომლებს თავის აფეთქებით დაემუქრა.
შუახნის მამაკაცი ამბობდა, რომ მას ბომბი ჩანთაში ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ჩანთაში მხოლოდ წიგნები იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული პირი მალევე დააკავა და გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.