ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულია ორი პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის თანამშრომლებმა მამა-შვილი აიყვანეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მამასთან ერთად მამაკაცი საკუთარ მეუღლეს, 1982 წელს დაბადებულ ქალს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
გამოძიება ჯგუფურად ოჯახში ძალადობის და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტებზე მიმდინარეობს.
დანაშაული 2-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.