დასკვნითი კურსი

12:15, 01.08.2020

პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თემაზე  დისტანციური კურსი, „ჰელფ“-ი დასრულდა.

მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ. სამთვიანი სწავლება თეორიულ საკითხებთან ერთად პრაქტიკულ დავალებებსაც ითვალისწინებს. მოიცავს როგორც საერთაშორისო, ასევე ევროპულ სამართლებრივ ჩარჩოს და პრეცედენტულ სამართალს. სწავლება ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით ხორციელდება. დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში მომხსენებლებმა და კურსის მონაწილეებმა არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებიც განსაზღვრეს.

მსგავსი