დაკავება ოჯახური ძალადობის ბრალდებით

ოჯახში ძალადობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. გამოძიებით დადგინდა, რომ ბიძა და ბაბუა 2006 წელს დაბადებულ პირზე გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.