ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე ქუთაისში

ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებით აქცია-მსვლელობა მოეწყო ქუთაისშიც.

მოქალაქეები ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის წინ შეიკრიბნენ. აქციის ორგანიზატორი ჩოხოსანთა საზოგადოება იყო.

შეკრებილებმა ბაგრატის ტაძრის მიმართულებით ფეხით მსვლელობასაც მოაწყვეს.