აქცია ქუთაისში - გამოხმაურება

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა ქუთაისში, მერიის შენობასთან. აქციის მონაწილეები იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათი განცხადებით, ჰესის მშენებლობის შედეგად მათი საცხოვრებლები დაიტბორება და დაზიანდება ადგილობრივი ეკოსისტემა. მოსახლეობის პროტესტს გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავას განცხადებით, პროექტში უსაფრთხოების საკითხები კარგადაა გათვლილი. ამასთან, ინვესტორი აქტიურად მუშაობს მოსახლეობასთან და ახორციელებს სოციალურ პროექტებს. მინისტრი აღნიშნავს, რომ მშენებლობის პროცესში დაახლოებით 2 000 ადამიანი დასაქმდება და ისინი ძირითადად ადგილობრივი მცხოვრებლები იქნებიან.