აქცია ქუთაისში

ტაქსის სერვისის, „მაქსიმის“ თანამშრომლების აქცია მიმდინარეობს ქუთაისში. მძღოლები ორახელაშვილის ქუჩაზე არიან შეკრებილები. ისინი კომპანიისგან მომსახურების ფასის გაზრდას ითხოვენ და ამბობენ, რომ საწვავის გაზრდის გამო, მათი შემოსავალი თითქმის განულდა. მძღოლები კომპანია „მაქსიმის“ ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის პრობლემაზეც მიუთითებენ.

მოამბე