„ქუთექსის”ყოფილი თანამშრომლების აქცია

სამკერვალო კომპანია „ქუთექსის” ყოფილი თანამშრომლები, საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ. ისინი ოთხი თვის სახელფასო ანაზღაურებას ითხოვენ. მათი თქმით, კომპანია რვა თვის წინ  დაიხურა და  ხელფასების ანაზღაურების მოთხოვნა ამ დრომდე არ დაკმაყოფილდა.

სამკერვალოს თანამშრომლებმა სასამართლოს სარჩელით მიმართეს. აქციის მონაწილეებს სოლიდარობას პროფკავშირები უცხადებენ.