აქცია ქუთაისში

ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, ქუთაისში კარავი გაშალეს. სამოქალაქო აქტივისტები გაყალბებულ არჩევნებზე საუბრობენ და ხელისუფლებისგან რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათი პროტესტი გრძელვადიანია და მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე არ დასრულდება. აქტივისტებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდნენ.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.