ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე - სამების საკათედრო ტაძარში მსვლელობა დასრულდა
ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. მრევლის ძირითადი ნაწილი უკვე მივიდა ეკლესიაში. მათ ფეხით ფილარმონიიდან და ვარდების მოედნიდან დაიწყეს მსვლელობა. ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვა სამებაში საქართველოს პატრიარქმა ჩაატარდა, რის შემდეგაც ქადაგებით მრევლს მიმართა და ამ დღის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.