საქართველოს პატრიარქისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ოპერისა და ბალეტის თეატრში საზეიმო გალაკონცერტი გაიმართება. ის 20:30 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარე სამზადისზე თამარ ჯალაღონია ისაუბრებს პირდაპირ ეთერში.