ოფროუდერების ანტისაოკუპაციო აქცია სოფელ ატოცთან.
50-მდე მანქანა დედაქალაქიდან და რეგიონებიდან საქართველოს დროშებით საოკუპაციო ხაზთან მივიდა, იქ სადაც რუსმა სამხედროებმა რკინის ბოძები დაამონტაჟეს.
აქციის მონაწილეებმა რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს.
ატოცში მიმდინარე აქციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები აკვირდებიან.