აქციები რუსთაველზე მთელი ღამის განმავლობაში იმართებოდა

რუსთაველის გამზირზე ორი სხვადასხვა აქციის მონაწილეებმა ღამე გაათენეს. პარლამენტის კიბეებთან მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგები ორგანიზატორთან ერთად. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ კი, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეთა ნაწილი და პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ, მათ შორის „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ისინი პოლიციის კორდონის გაუქმებას და პარლამენტის წინ გადანაცვლებას ითხოვდნენ.