შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციები გრძელდება

პროტესტის 24-ე დღე. აქცია შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, დღეს ისევ განახლდა. აქციის დაწყებამდე, მოშიმშილეებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ და ექიმებთან კონსულტაციით, მათ შიმშილობა შეწყვიტეს. თუმცა, აქცია უცვლელი მოთხოვნით, გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, 19:00 საათიდან ისევ განახლდა.

რუსთაველზე აქციის ორგანიზატორები შეკრებილებს ახლაც მიმართავენ, აქციაზე მივიდნენ პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებიც. განცხადებები კეთდება რამდენიმე საათის წინ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზეც.