აქცია პარლამენტთან

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა.

გუშინდელისგან გასხვავებით, ანტისაოკუპაციო აქცია ისევ ძველ ადგილზე, ანუ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარეობს უცვლელი მოთხოვნით, – გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი. მთელი ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ იმყოფებოდნენ, რადგან „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია გუშინ დილიდან დაკავებული ჰქონდათ. ორი სხვადასხვა აქცია პოლიციის კორდონით იყო გამიჯნული. ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებმა მხარდამჭერებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოს წინ გადანაცვლება მხოლოდ დღეს დილით მოახერხეს, მას შემდეგ, რაც მეორე აქციის მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს.

გიორგი კობერიძე იმყოფება რუსთაველის გამზირზე.