ანტისაოკუპაციო აქცია 19 საათზე განახლდება

12:22, 10.07.2019

ანტისაოკუპაციო აქცია პარლამენტთან დღეს 19 საათზე განახლდება. აქციის მონაწილეებს საკანონმდებლო ორგანოდან გადანაცვლება მხოლოდ ერთი დღით მოუწიათ, რადგან ტერიტორია „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს ჰქონდათ დაკავებული.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტის 21-ე დღეს პარლამენტის წინ ფოტოგამოფენა გაიმართება, სადაც სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ამსახველი ფოტომასალა გამოიფინება.

მსგავსი