ზუსტი თარიღი, თუ რა დროიდან აღინიშნება ნოვრუზ ბაირამი, ცნობილი არ არის. თუმცა, ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ ის ჩვენს ერამდე 505 წელს დაარსდა.
მარნეულის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მზადება ოთხი კვირით ადრე, ბუნების ოთხი ძირითადი შემადგენელი ელემენტის აღნიშვნით იწყებოდა.
ზაფხულის დღესასწაული უამრავი სიმბოლიკით არის დატვირთული. ძირითადი ატრიბუტი ამჯერადაც ჯეჯილი და სპეციალურად მომზადებული ტკბილეული იყო.