ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნა

საქართველოში ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის ბუნიობის დღეს აღინიშნება. დღესასწაულს განსაკუთრებულად აღნიშნავენ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები. მარნეულში სამზადისი დილიდან დაიწყო. დამონტაჟდა სცენა და მოეწყო თეატრალიზებული წარმოდგენები. მარნეულში ჩავიდნენ საქართველოს პრემიერი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები და ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცეს. ნოვრუზ ბაირამი სახალხო დღესასწაულია. 2009 წლიდან ის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეყვანილი.