ნინო ლომჯარია: დავინახე ძალადობის ესკალაციის რისკი

„მე აქ მოვედი, რადგან დავინახე ძალადობის ესკალაციის რისკი, იმიტომ რომ კონტრაქციის მონაწილეებისა და სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან მთელი დღე ვრცელდებოდა ძალადობრივი მოწოდებები და განცხადებები.

აქ ვარ იმის გამო, რომ მხარი დავუჭირო მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს.

ასევე, მე და ჩვენი წარმომადგენლები ვაკვირდებით სამართალდამცველების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს“, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

ომბუდსმენის აზრით, აქციის ორგანიზების მთავარი მოთხოვნა ნარკოტიპოლიტიკის რეფორმირებისკენ უნდა იყოს მიმართული.