ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დისტანციური რეჟიმში, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომაზე მტკიცებულებები გამოიკვლიეს. ონლაინრეჟიმში სხდომაზე თავად ქართველი ჩოგბურთელიც მონაწილეობდა. პროცესების სრულად დახურვის შუამდგომლობა დღეს ბასილაშვილს ადვოკატებმა დააყენეს, რაც მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გადაწყვიტა, სხდომები მხოლოდ იმ ნაწილში დაიხუროს, როდესაც ბასილაშვილის არასრულწლოვანი შვილი, ან მასთან დაკავშირებული მოწმეები დაიკითხებიან.

ხათუნა გაგნიძის ჩართვა სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან პირდაპირ ეთერში.

მოამბე