რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე. განაჩენი ხვალ გამოცხადდება. მოსამართლე დღეს სათათბიროდ გავა. პროცესზე ამ წუთებში მხარეები დასკვნით სიტყვებს ამბობენ. თითქმის ორწლიანი დუმილის შემდეგ, საბოლოო სიტყვით ისარგებლებს თავად ბრალდებული, ნიკოლოზ ბასილაშვილიც. დაცვის მხარე გამამართლებელ განაჩენს ელოდება.