ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა

შვეიცარიაში, ბეილერის ფონდში, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ფიროსმანის 46 ნამუშევარი, რომელთაგან 45 შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის კოლექციას ეკუთვნის, ხოლო ერთი სურათი სოფელ მირზაანის ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმის კოლექციიდანაა. გამოფენის გახსნას საქართველოს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრო. ნიკო ფიროსმანის გამოფენას ბეილერის ფონდი 2023 წლის 17 სექტემბრიდან 2024 წლის 28 იანვრამდე უმასპინძლებს.