NDI 2018 წლის მარტში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს განვითარების კურსი, პარტიების მხარდაჭერა, პოლიტიკოსებისა და მედიასაშუალებების რეიტინგი – ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი 2018 წლის მარტში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

ნდობის ხარისხთან ერთად წელს NDI-იმ მოსახლეობა ქვეყანაში კრიმინალურ მდგომარეობასა და ხელისუფლებაში არსებულ შესაძლო კორუფციაზეც გამოკითხა.

კვლევის საველე სამუშაოები 20 მარტიდან – 4 აპრილის პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, 2,194 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.